სუფთა წყალი
დღევანდელ რეალობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარემოზე ზრუნვას ,გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბელამ მიიღო გადაწყვეტილება 22 მარტის წყლის საერთაშორისო დღედ გამოცხადების შესახებ.ამ დღესასწაულის მიზანი ის არის ,რომ კაცობრიობამ ყურადღება მიაპყროს სასმელი წყლის უკმარისობის პრობლემას ,წყლის რესურსების გაფრთხილებას და რაციონალურად გამოყენების აუცილებლობას.
საქართველოს კონსტუტუციის მიხედვით ,,ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული,ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ“-შესაბამისად სოფლის მცხოვრებლებს აქვთ სრული უფლება იცოდნენ როგორ წყალს იყენებენ სასმელად. მოსწავლეები დაამუშავებენ ინფორმაციებს წყლის თვისებების შესახებ, შეამოწმებენ მის სისუფთავეს ქიმიური ექსპერიმენტის საშუალებით ,დაადგენენ მათ საცხოვრებელ ადგილზე არსებული წყალი რამდენად ვარგისია დასალევად, რაიმე ხომ არ იწვევს დაბინძურებას. გამოიკვლევენ რატომ არის წყალი მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის და რა დაავადებებს იწვევს დაბინძურებული წყალი.
Комментариев нет:
Отправить комментарий